The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კვალიაშვილი

ალექსანდრე კვალიაშვილი
დაბადების თარიღი:7 მაისი, 1895
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 1974  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მოხისი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1920 წელს.

1938-1973წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიის კათედრას; შეისწავლიდა შინაგანი ორგანოებისა და ძვლოვანი სისტემის რენტგენოდიაგნოსტიკის საკითხებს; შეადგინა რენტგენოდიაგნოსტიკის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1947), ექიმი-რენტგენოლოგი. რენტგენელოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 483; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 640

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • რენტგენოდიაგნოსტიკა : შინაგანი ორგანოები: სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1966. - 203გვ.

გააზიარე: