შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში; I მსოფლიო ომში იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; 1917 წლის ოქტომბერში პოლკოვნიკის ჩინით დაბრუნდა საქართველოში და შეადგინა ქართული სამხედრო სკოლის პროექტი; 1919 წლის აგვისტოდან სკოლის უფროსის გენერალ გ. კვინიტაძის თანაშემწე იყო, შემდგომ კი - ნაცვალთა(უნტერ ოფიცერთა) ათასეულის უფროსი; მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველ იუნკერთა აღზრდაში; 1920 წლის 2 მაისს ღამით სამხედრო სკოლაზე ბოლშევიკების თავდასხმისას იგი პირადად გაუსწორდა რამდენიმე მეამბოხეს; 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს - სამხედრო სკოლის უფროსია; მისმა უნარიანმა ხელმძღვანელობამ დიდად განაპირობა იუნკერთა წარმატებები კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლაში; 1923 წელს ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, დაამთავრა პოლონეთის გენერალური შტაბის აკადემია და მარშალ პილსუდსკის ბრძანებით მიენიჭა გენერლის წოდება; მეთაურობდა პოზნანის ქვეით დივიზიას; იყო "ქართველ მხედართა კავშირის" საპატიო თავმჯდომარე; 1939 წელს, როდესაც პოლონეთში ორი მხრიდან შეიჭრნენ გერმანიისა - და სსრკ ჯარები, ტყვედ ჩაუვარდა რუსებს; 1941 წელს საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, უკანდახევისას, იგი რუსებმა დახვრიტეს; სამხედრო მოღვაწე, გენერალი (1923). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.939; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |