The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარი (იმერეთის დედოფალი)

ოფიციალური სახელი:თამარ გურიელი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

XVII საუკუნის მოღვაწე, მამია II გურიელის ასული, იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის პირველი ცოლი. ალექსანდრემ 1618 წელს წელს ცოლად შეირთო თამარი, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი–ბაგრატი (შემდგომში იმერეთის მეფე ბაგრატ IV). ორი წლის შემდეგ, 1620 წელს ალექსანდრემ თამარს ღალატი დააბრალა და ბაგრატთან ერთად გურიელს მიუბრუნა. ამან იმერეთის მეფესა და გურიელს შორის დიდი უთანხმოება გამოიწვია, რითაც მოხერხებულად ისარგებლა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა და იმერეთის მეფის საწინააღმდეგო კავშირი შეკრა გურიელთან.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.462


გააზიარე: