| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარი (საქართველოს დედოფალი)![]()
ბიოგრაფიათამარი იყო ყვარყვარე II ათაბაგის (1416-1498) და დედისიმედის (1435-I489) ასული, ქართლის მეფის გიორგი VIII-ის მეუღლე (1446-1466). XV საუკუნის 60-იან წლებში ყვარყვარე II-თან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, გიორგი VIII-მ ცოლად შეირთო თამარი, რომლისგანაც 3 შვილი შეეძინა. იგი XV საუკუნის მეორე ნახევრისა და XVI საუკუნის დამდეგის მოღვაწეა (გარდაიცვალა 1504-1514 წლებში). თამარის დავალებით 1504 წელს გადამწერმა აკაკიმ დაამზადა ფერადი თავკაზმულობითა და მინიატურებით შემკული ძვირფასი ნუსხა სახარებისა. კალიგრაფი საგანგებოდ გვაუწყებს, რომ ეს წიგნი აღწერა "დილისა ღმერთისმოყუარისა და მოწყალისა პატრონისა დედოფალთა დედოფლისა თამარის" ბრძანებით. თამარ დედოფლის სახელთანაა დაკავშირებული კიდევ ერთი კრებული, რომელიც გადაუწერია იოანე ვაშალომიძეს (XVI-XVII საუკუნეები), აღნიშნული ხელნაწერის ანდერძი გვაუწყებს, რომ მუშაობის პროცესში გადამწერს ბევრი სიძნელე შეხვედრია, მაგრამ, მიუხედავათ ამისა, შრომა მაინც დაუსრულებია, მისი სიტყვებით: "ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა და ბრძანებითა პატრონისა დედოფლის თამარისათა". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.461; ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.70-71
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

