The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარი (ქართლის დედოფალი)

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

მეფე დავით X-ის მეუღლე, ლუარსაბ I-ის დედა. 1554 წელს ქართლის სამეფოს წინააღმდეგ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ატენის ციხეში თავშეფარებული თამარი დაატყვევა ირანის შაჰმა თამაზ I-მა და სხვა 30 ათას ტყვესთან ერთად სპარსეთში გაგზავნა. ტყვეობასა და სამარცხვინო სიცოცხლეს თამარმა სიკვდილი ამჯობინა და გზაში თავი მოიწამლა. ქართულ ისტორიოგრაფიაში თამარს ხშირად ნესტან-დარეჯანს უწოდებდნენ. ბოლო დროს უპირატესობა თამარს ეძლევა. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.461


გააზიარე: