The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარი (ქართლის დედოფალი)

ოფიციალური სახელი:თამარ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

მეფე ლუარსაბ I-ის მეუღლე, იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის ასული. 1526 წელს ბაგრატ III ქართლში მიიღო "არადათს წყალს გამოღმა: ალი, სურამი და ახალდაბა". ამავე წელს, 25 მარტს ლუარსაბმა იქორწინა თამარზე. ჩანს ლუარსაბს ეს ქორწინება ტახტის განმტკიცებისათვის ესაჭიროებოდა, რამდენადაც წყაროში აღნიშნულია, რომ "მეფობდა ლუარსაბ ძალითა და შეწევნითა ბაგრატისითა". 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.461


გააზიარე: