The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარი

ოფიციალური სახელი:თამარ ამილახვარი
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

თამარი, შაჰ აბას I-ის ცოლი, ანდუყაფარ ამილახვრის ქალიშვილი(ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით–და: "შაჰ-აბას ყაენს ცოლად ჰყავდა და ნამეტნავად უყვარდა ანდუყაფარ ამილახორის დაი თამარ"). სპარსელი ისტორიკოსის, ნ. ფალსაფის მოწმობით, როცა შაჰი ნაღვლიანი და დადარდიანებული შედიოდა ჰარამხანაში, მასთან მიახლოებასა და დალაპარაკებას ვერავინ ბედავდა უფროსი და კანონიერი ქართველი ცოლის გარდა. ეს ქალი ანდუყაფარ გურჯის(ამილახვარის), კახეთის ვალის–ალექსანდრე ხანის ნათესავის ასული იყო, კარგად იცნობდა შაჰის ხასიათსა და ბუნებას და მასზე დიდი გავლენა ჰქონდა. რუსული წყაროების მიხედვით(ს. ბელოკუროვი ნ. ვესელოვსკი) თამარი ალექსანდრე კახთა მეფის ცოლის დისშვილი ყოფილა. იმავე წყაროებში დაწვრილებით არის აღწერილი 1596 წელს ირანის შაჰის სარდლების ჩამოსვლა კახეთში და თამარის ირანში გამგზავრების ცერემონიალი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.462


გააზიარე: