შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლარიკ ჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალური სასწავლებელი 1951 წელს, მოსკოვის კონსერვატორია 1956 წელს(ვიოლონჩელო). 1956 წელს დაბრუნდა სამშობლოში, დაიწყო აქტიური საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობა; 1956–1966წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1957 წელს მის მიერ დაარსებული საქართველოს ტრიოს(რ. ასტახიშვილი – ფორტეპიანო, გ. ოქროპირიძე – ვიოლინო, ი. ჭეიშვილი – ვიოლონჩელო) წევრი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1961–1992წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ვიოლონჩელო), 1968 წლიდან დოცენტი, 1973 წლიდან სიმებიანი კათედრის გამგე და საორკესტრო ფაკულტეტის დეკანი, 1977 წლიდან პროფესორი; სსრკ მრავალი ქალაქის(ერევანი, ბაქო, რიგა, ვილნიუსი, ლვოვი, კიევი) კონსერვატორიაში სახელმწიფო გამოცდების თავმჯდომარე; მასტერკლასები: საქართველო, ერევანი, ბაქო, სოფია, პრაღა, ბუდაპეშტი, ქაირო; მრავალი საკავშირო კონკურსის ჟიურის წევრი; 1978 წელს პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; 1972 წელს მისი თაოსნობით თბილისში ჩატარდა მ. როსტროპოვიჩის კონცერტი ციკლი, რომელიც სსრკ–დან მის გაძევებამდე უკანასკნელი აღმოჩნდა; იმავე წელს მან საქართველოს ტელევიზიით გააკეთა მ. როსტროპოვიჩისადმი მიძღვნილი ვრცელი გადაცემა; 1992–2007წწ. იყო კაიროს(ეგვიპტე) კონსერვატორიის პროფესორ–ექსპერტი; ქართული რეპერტუარი: ს. ცინცაძე, ს. ნასიძე, ა. შავერზაშვილი, ა. მაჭავარიანი, ტ. ბაქრაძე, რ. ლაღიძე – ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი, ნ. გუდიაშვილი სამმაგი კონცერტი(1964, პირველი შესრულება საქართველოს ტრიოსთან ერთად), ს. ნასიძე საფორტეპიანო ტრიო(1970, პირველი შესრულება), ტ. ბაქრაძე ვიოლონჩელოს სონატა(1970, პირველი შესრულება), ა. შავერზაშვილი ვიოლონჩწელოს სონატა; სოლო კონცერტი: "კლასიკა და თანამედროვეობა", სადაც კლასიკურ მუსიკასთან ერთად სრულდებოდა ქართული მუსიკა; სხვა რეპერტუარი, კონცერტები: სენ–სანსი, ხაჩატურიანი, ჩაიკოვსკი; გასტროლები: სსრკ, პოლონეთი, ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, ბელგია, ეგვიპტე; ვიოლონჩელისტი, ანსამბლისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 566 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |