The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარი

Legal name:თამარ ბაგრატიონი
Date of birth:16??
Date of death:1683
Category:Nobleman, Royalty

Biography

ქართლის მეფის ვახტანგ V-ის ძმისწული. განთქმული იყო თავისი სილამაზით. 1661  წელს, ვახტანგ V-მ შამადავლე იოსების ძე(შემდეგში ლევან III დადიანი) სამეგრელოს მთავრად დასვა და ცოლად შერთო თამარი, რომელიც შემდეგ დიდი ცილობის საგნად იქცა დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებს შორის; 1663 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ IV-მ ლევან III დადიანს წაართვა თამარი და თვითონ შეირთო. მათ ქალ-ვაჟი- დარეჯანი და გიორგი–შეეძინათ. ლევან III დადიანი ცოლის დაკარგვას არ შერიგებია, რამდენჯერმე სცადა მისი უკან დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ. მალე ბაგრატსა და ლევანს ახალი კონკურენტი გამოუჩნდათ გიორგი III გურიელის სახით. კონკურენტი რომ ჩამოეშორებინა, ბაგრატ IV-მ მას ცოლად შერთო თავისი ასული დარეჯანი(ნაშობი თამარისაგან). 1678 წელს ვახტანგ V-ის ვაჟმა არჩილ II-მ იმერეთის მეფობა წაართვა ბაგრატ IV ს და თამარი ლევან III დადიანს დაუბრუნდა. 1679 წელს ახალციხის ფაშას დახმარებით ბაგრატ IV-მ ტახტი დაიბრუნა, მაშინვე თავს დაესხა ლევან III დადიანს და თამარი კვლავ წაართვა. 1680  წელს, ლევან III დადიანისა და 1681 წელს, ბაგრატ IV-ის გარდაცვალების შემდეგ გიორგი გურიელი გაეყარა ცოლს და შეირთო თავისი სიდედრი თამარი. თამარის სახე დაუდო საფუძვლად აკაკი წერეთელმა თავის პოემას "თამარ ცბიერი", რომლის მიხედვითაც მელიტონ ბალანჩივაძემ შექმნა იმავე სახელწოდების ოპერა.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.462


Share: