Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ჭიაურელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს(სავიოლინო), 1973 წელს(სადირიჟორო); 1973–1975წწ. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში(სადირიჟორო). 1975–1977წწ. იყო მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემირეოვიჩ–დანჩენკოს სახელობის თეატრის დირიჟორი; 1977–1994წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, პარალელურად, 1991–1997წწ. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი; 1997–2004წწ. ქ. მერსინის(თურქეთი) ოპერის თეატრის დირიჟორი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: მ. დავითაშვილი "ნაცარქექია"(1979, პრემიერა), ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"; ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"; ბალეტები: გერშვინი–ოძელი "პორგი და ბესი"(1984, პრემიერა); საორკესტრო ნაწარმოებები: გ. ჩლაიძე "სამი სიმფონიური მინიატურა"(1980, პირველი შესრულება), ა. შავერზაშვილი "მცირე მიწა"(1981, პირველი შესრულება), ზ. ნადარეიშვილი "საგალობლები" კამერული ორკესტრისათვის(1988, პირველი შესრულება), ი. გეჯაძე კონცერტი კამერული ორკესტრისათვის(1988, პირველი შესრულება), ე. ლომდარიძე კონცერტი ვიოლონჩელოსათვის, მისივე "სიყვარულის ლირიკა"; სხვა რეპერტუარი: ბეთჰოვენი ოპერა "ფიდელიო", სიმფონია N9, ვერდი "ტრავიატა", "აიდა", როსინი "სევილიელი დალაქი", რ. შტრაუსი "სალომე", ერთაქტიანი ბალეტები, ა. ბალანჩივაძე "მთების გული", ბიზე–შჩედრინი "კარმენ–სიუიტა"; რეპერტუარი თურქეთის ქ. მერსინის ოპერისა და ბალეტის თეატრში: ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", პუჩინი "ჩიო–ჩიო–სანი", ლეონკავალო "ჯამბაზები", მასკანი "სოფლის ღირსება", ჯ. ბოკი "მევიოლინე სახურავზე"; დამდგმელი დირიჟორი: პუჩინი "ტოსკა", პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 568
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |