The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლავრენტი ქართველიშვილი

ლავრენტი ქართველიშვილი
სხვა სახელი:ლავრენტიევი
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1890
გარდაცვ. თარიღი:22 აგვისტო, 1938  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი ქ. სამტრედია.

1910-1914წწ. კიევის კომერციულ ინსტიტუტში სწავლობდა.

სტუდენტთა შორის რევოლუციური მოღვაწეობისათვის დააპატიმრეს და 1914 წელს სარატოვის ოლქში გადაასახლეს. 1917-1918წწ. უკრაინის კომპარტიის შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორი. საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი ორგანოს ჟურნალის, "მნათობის" პირველი რედაქტორი. 1929 წელს იყო უკრაინის კპ ცკ-ის მეორე მდივანი. 1931 წლის 11 სექტემბრიდან, 1931 წლის 14 ნოემბრამდე, საქართველოს სსრ კპ ცკ პირველი მდივნის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში პარტიულ თანამდებობებზე მუშაობდა დასავლეთ ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთში, უკრაინაში. ბრალი დასდეს კონტრტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრობაში. 1937 წელს დაპაატიმრეს და 1938 წელს დახვრიტეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.463

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომპარტიის, წევრი (1910-)
  • სსრკ ცაკის, წევრი
  • სსრკ ცაკის პრეზიდიუმის, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: