The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუცა ჭირაქაძე

ნუცა ჭირაქაძე
ოფიციალური სახელი:ნინო ჭირაქაძე
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1951  (73 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1975 წელს(საფორტეპიანო).

1977 წლიდან არის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო), 2006 წლიდან პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები: მ. სიმონიშვილი, ნ. ქათამაძე, მ. ყარყარაშვილი, ა. ყიფიანი, მ. ჯანგავაძე; ქართული რეპერტუარი: ა. ცინცაძე 6 საფორტეპიანო პრელუდია, ს. ნასიძე კვარტეტი 2 ფორტეპიანოსა და 2 ვიოლინოსათვის, ა. შავერზაშვილი პასაკალია და ფუგა, ა. მაჭავარიანი სიუიტა ბალეტიდან "ოტელო", თ. შავლოხაშვილი "კონცერტშტიუკი"(1978); სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბახი f-moll, ბეთჰოვენი N1, 4, შოპენი N2, ბრამსი N1, შუმანი, რაველი G Dur, რახმანინოვი N1, 2; გასტროლები: სსრკ, ატლანტა, გრანადა, პარლემო, პორტუგალია, რიგა, შვეიცარია, გერმანია; გადაღებულია კინო–ფილმი "ნინო ჭირაქაძე უკრავს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტს N4(1969, ლენინგრადის ტელევიზია); პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 569

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1976 - შოპენის საუკეთესო შემსრულებელი, III პრემია (ჟენევა)
  • 1968 - ვიანა და მოტას კონკურსი, IV პრემია (ლისაბონი)

გააზიარე: