Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოშრევან ჯიშკარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაგვაზაო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1975 წელს; 1975-1977წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის ძველი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1975 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-ბეჭვდით ორგანოებში ("მაცნე", "მოამბე", "ლიტერატურათმცოდნეობა") და პერიოდულ პრესაში, ძველი ქართული, სპარსული და სპარსულენოვანი აზერბაიჯანული ლიტერატურის საკითხებზე; ქართულად თარგმნილი აქვს ჯალალედინ რუმის, რუდაქის, ხაკანის, აბუ საიდისა და ბაბა თაჰერის პოეტური ნაწარმოებები. წერდა ლექსებს სასკოლო ასაკიდან. იყო შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. მისი მშობლიური სკოლა სოფელ ნაგვაზაოში ნოშრევან ჯიშკარიანის სახელს ატარებს. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XII საუკუნის ქართული და სპარსულენოვანი აზერბაიჯანული სახოტბო პოეზია". დაიცვა 1982 წელს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 416 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |