The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტარიელ ჭიჭინაძე

ტარიელ ჭიჭინაძე
Date of birth:30 April, 1951
Date of death:14 November, 2022  (at 71 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1971 წელს (ვოკალური).

1975–1990წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბანი); დებიუტი – ცანგალა (ზ. ფალიაშვილი "დაისი"); 1995 წლიდან არის ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: აბიო, ცანგალა (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), ბაყბაყდევი(მ. დავითაშვილი "ნაცარქექია", 1979, პრემიერა), შერგილი(რ. ლაღიძე "ლელა"), ბაბუა ტარიელი (ო. თაქთაქიშვილი "მთვარის მოტაცება"), მაკარი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"); ქართული ვოკალურ–ინსტრუმენტული: ა. შავერზაშვილი კანტატა "კრემლის მზე" (1972, პირველი შესრულება), თ. შავლოხაშვილი პოემა "რწმენის კედელი" (1980, პირველი შესრულება), "სამშობლო გვიხმობს"(1981, პირველი შესრულება), მ. ცერცვაძე ვოკალური ციკლი "წუთისოფელი" (1978, პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: მონტერონე, ფერნანდო, ლოდოვიკო, რამფისი, ფარაონი (ვერდი "რიგოლეტო", "ტრუბადური", "ოტელო", "აიდა"), კომანდორი (მოცარტი "დონ–ჟუანი"), ფაუსტი ბენედიქტელი ბერი (პროკოფიევი "ცეცხლოვანი ანგელოზი", დუენია").

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 570

Member of Organizations

  • საქართველოს თეატრალური კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: