The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერი ჭოღოშვილი

დაბადების თარიღი:14 მაისი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1962 წელს(თეორიული), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს(მუსიკის თეორია).

1967–1971წწ. იყო თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები), 1968–1971წწ. საქართველოს მუსიკალურ–ქორეოგრაფიული საზოგადოების მთავარი კონსულტანტი; 1971–2007წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(სოლფეჯიო, ჰარმონია), 1991 წლიდან დოცენტი; მუსიკისმცოდნე–თეორეტიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ციკლურობის პრინციპები ქართველი საბჭოთა კომპოზიტორების კანტატებსა და ორატორიებში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 571


გააზიარე: