The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბეგთაბეგ თანიაშვილი

სხვა სახელი:ბეგთაბეგ მდივანი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:კალიგრაფი, პოეტი

ბიოგრაფია

თანიაშვილი ბეგთაბეგ (ბეგთაბეგ მდივნად წოდებული), XVII საუკუნის II ნახევრის ქართველი მწიგნობარი და კალიგრაფი. მოღვაწეობდა ქართლის მეფის გიორგი XI-ის კარზე. 1680 წელს მეფის დაკვეთით გადაწერა "ვეფხისტყაოსანი" (ხელნაწ. ეროვნული ცენტრი, H54), რომელიც მდიდრულადაა მორთული (ტექსტის ჩარჩოები სინგურის, ლურჯი და ოქროსფერი ზოლებისგანაა შედგენილი, ჩარჩოს გარეთ კი ოქროსფერი ორნამენტებით შემკული ფართო არშიებია მცენარეთა და ცხოველთა გამოსახულებით). როგორც ჩანს, ხელნაწერი სხვას შეუმკია, ბეგთაბეგს კი ტექსტი გადაუწერია. პოემა XVII საუკუნისათვის დამახასიათებელი მხედრულით არის გადაწერილი. ნაწერი ლამაზია და გამოირჩევა დეკორაციულობით; ყოველი სტრიქონის პირველი ასო, ტაეპის პირველი სიტყვები, სტრიქონთა ბოლო ასოები სინგურისაა, ზოგი ასო სტრიქონს ზემოთ არის ატანილი, ზოგან ტექსტი სამკუთხა ფიგურებს ქმნის და ა. შ. ბეგთაბეგ თანიაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც პოეტი. მან დაასრულა თავისი ძმის, სულხან თანიაშვილის, მიერ დაწყებული საქმიანობა, გალექსა "ამირანდარეჯანიანის" 9 კარი (IV კარიდან ბოლომდე). თითოეულ კარს წაუმძღვარა შესავალი. ბოლო ორ კარს კი–ბოლოსიტყვაობა, რომელშიც გადმოცემულია ტექსტის გალექსვის მოკლე ისტორია. მას ეკუთვნის აგრეთვე გიორგი XI-ის ქება, რომელიც დაერთვის თავისსავე გადაწერილ "ვეფხისტყაოსანს".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.470


გააზიარე: