Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბეგთაბეგ თანიაშვილი![]()
Biographyთანიაშვილი ბეგთაბეგ (ბეგთაბეგ მდივნად წოდებული), XVII საუკუნის II ნახევრის ქართველი მწიგნობარი და კალიგრაფი. მოღვაწეობდა ქართლის მეფის გიორგი XI-ის კარზე. 1680 წელს მეფის დაკვეთით გადაწერა "ვეფხისტყაოსანი" (ხელნაწ. ეროვნული ცენტრი, H54), რომელიც მდიდრულადაა მორთული (ტექსტის ჩარჩოები სინგურის, ლურჯი და ოქროსფერი ზოლებისგანაა შედგენილი, ჩარჩოს გარეთ კი ოქროსფერი ორნამენტებით შემკული ფართო არშიებია მცენარეთა და ცხოველთა გამოსახულებით). როგორც ჩანს, ხელნაწერი სხვას შეუმკია, ბეგთაბეგს კი ტექსტი გადაუწერია. პოემა XVII საუკუნისათვის დამახასიათებელი მხედრულით არის გადაწერილი. ნაწერი ლამაზია და გამოირჩევა დეკორაციულობით; ყოველი სტრიქონის პირველი ასო, ტაეპის პირველი სიტყვები, სტრიქონთა ბოლო ასოები სინგურისაა, ზოგი ასო სტრიქონს ზემოთ არის ატანილი, ზოგან ტექსტი სამკუთხა ფიგურებს ქმნის და ა. შ. ბეგთაბეგ თანიაშვილი ცნობილია აგრეთვე როგორც პოეტი. მან დაასრულა თავისი ძმის, სულხან თანიაშვილის, მიერ დაწყებული საქმიანობა, გალექსა "ამირანდარეჯანიანის" 9 კარი (IV კარიდან ბოლომდე). თითოეულ კარს წაუმძღვარა შესავალი. ბოლო ორ კარს კი–ბოლოსიტყვაობა, რომელშიც გადმოცემულია ტექსტის გალექსვის მოკლე ისტორია. მას ეკუთვნის აგრეთვე გიორგი XI-ის ქება, რომელიც დაერთვის თავისსავე გადაწერილ "ვეფხისტყაოსანს". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.470
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |