შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულხან თანიაშვილი![]()
ბიოგრაფიათანიაშვილი სულხან ავთანდილის ძე, XVII საუკუნი პოეტი, ქართლის სამეფო კარის მდივან-მწიგნობარი. არჩილ II-ის ცნობით, განსწავლული პიროვნება და ცნობილი პოეტი ყოფილა. XVII საუკუნის იტალიელი მისიონერისა და მხატვრის კრისტოფორო დე კასტელის ალბომში მოთავსებულ სულხან თანიაშვილის პორტრეტზე წარწერილია: "იბერია-კოლხეთის სამეფოში განთქმული პოეტი სულხან ავთანდილაშვილი". მის თხზულებათაგან ჩვენამდე მოაღწია მის მიერ გალექსილმა "ამირანდარეჯანიანმა" ერთადერთი დეფექტური ნუსხით (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, S–357). თხზულებას თან ერთვის ავტორისეული შესავალი ტრადიციული მსჯელობითურთ მიჯნურობაზე, პოეზიაზე, პროზასთან შედარებით ლექსის უპირატესობაზე და ა.შ. გალექსილი ვერსიის დასრულება სულხან თანიაშვილის არ დასცალდა. მისი სიკვდილის შემდეგ ეს საქმე მისმა ძმამ ბეგთაბეგმა ითავა. ძეგლის ძირითადი ნაწილი სულხანის გალექსილია; რუსთველისა და თეიმურაზ I-ის ტრადიციების მიმდევარმა სულხან თანიაშვილმა შეძლო საკმაოდ ოსტატური თხზულების შექმნა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.470
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |