The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სულხან თანიაშვილი

Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Public official, Poet

Biography

თანიაშვილი სულხან ავთანდილის ძე, XVII საუკუნი პოეტი, ქართლის სამეფო კარის მდივან-მწიგნობარი. არჩილ II-ის ცნობით, განსწავლული პიროვნება და ცნობილი პოეტი ყოფილა. XVII საუკუნის იტალიელი მისიონერისა და მხატვრის კრისტოფორო დე კასტელის ალბომში მოთავსებულ სულხან თანიაშვილის პორტრეტზე წარწერილია: "იბერია-კოლხეთის სამეფოში განთქმული პოეტი სულხან ავთანდილაშვილი". მის თხზულებათაგან ჩვენამდე მოაღწია მის მიერ გალექსილმა "ამირანდარეჯანიანმა" ერთადერთი დეფექტური ნუსხით (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, S–357). თხზულებას თან ერთვის ავტორისეული შესავალი ტრადიციული მსჯელობითურთ მიჯნურობაზე, პოეზიაზე, პროზასთან შედარებით ლექსის უპირატესობაზე და ა.შ. გალექსილი ვერსიის დასრულება სულხან თანიაშვილის არ დასცალდა. მისი სიკვდილის შემდეგ ეს საქმე მისმა ძმამ ბეგთაბეგმა ითავა. ძეგლის ძირითადი ნაწილი სულხანის გალექსილია; რუსთველისა და თეიმურაზ I-ის ტრადიციების მიმდევარმა სულხან თანიაშვილმა შეძლო საკმაოდ ოსტატური თხზულების შექმნა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.470


Share: