შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეკლე ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაერეკლე II-ის უმცროსი ასული - "თეკლა ბიჭი", პოეტების ა. ორბელიანისა და ვ. ორბელიანის დედა. გათხოვილი იყო ვახტანგ ორბელიანზე. იყო იმდროინდელი საზოგადოებრივ - პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილე. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის გადაასახლეს ქ. კალუგაში (რუსეთი). თბილისში დაბრუნების შემდეგ მისი სახლი კულტურულ - შემოქმედებითი ცხოვრების ერთ-ერთ კერად იქცა. თეკლე ბატონიშვილის ლექსებში ასახულია ბაგრატიონთა დიდების დაკარგვით, ცხოვრების ჩარხის უკუღმა ბრუნვითა და პატიმრის მძიმე ხვედრით გამოწვეული სევდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.- თბ., 1979.- გვ.644; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ. 21-22; naec.ge; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.46; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.40
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |