The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანეტა გიგიბედაშვილი - კაპანაძე

ანეტა გიგიბედაშვილი - კაპანაძე
ოფიციალური სახელი:ანეტა გიგიბედაშვილი
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:1945  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ახალქალაქი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ხანდაკი, კასპის რაიონი.

სოფლის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გორის პროგიმნაზიაში განაგრძო. მძიმე ოჯახური პირობების გამო, მისი დასრულება ვერ შესძლო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში პეტრე გრუზინსკის მოურავ იოსებ კაპანაძეზე გათხოვდა; აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან ("ნაკადული", "თანამედროვე აზრი", "თემი", "თეატრი და ცხოვრება", "ბრძოლა", "კლდე" და სხვ.); 1902 წელს ლექსების პირველი წიგნი გამოსცა; მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. მენშევიკურმა მთავრობამ იგი რამდენჯერმე დააპატიმრა. იყო ქალთა უფლებების დამცველი; მისი ინიციატივით, სოფელ ახალქალაქში დაარსდა სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა, ასევე სახალხო თეატრი; ხშირად წარმოდგენებში თავადაც მონაწილეობდა. 1911 წელს იგი საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საპატიო წევრად დაუსწრებლად აირჩიეს. აღნიშნული საზოგადოებისათვის ის ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ნივთებს აგროვებდა. ასევე ფოლკლორისტულ საკითხებზეც მუშაობდა. ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს სოფელ-სოფელ აგროვებდა და შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა. 1921 წელს იგი საქართველოს უპარტიო ქალთა პირველი ყრილობის დელეგატად აირჩიეს.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.132; genderbarometer.geქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 178

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, საპატიო წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: