შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე თარგამაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიგორზღვა, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ამიერკავკასიის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტი 1934 წელს. 1937–1952 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1938 წლიდან იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) სატყეო მეურნეობის ეკონომიკის და ტყის ტაქსაციის კათედრის გამგე (1983 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ამავე კათედრის პროფესორი), 1953–1956 წლებში კი-ინსტიტუტის რექტორი. კონსტანტინე თარგამაძე მუშაობდა სატყეო მეურნეობის ეკონომიკის პრობლემებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962). სატყეო ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. მეტყევე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. -გვ.470-471 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |