| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ჭოხონელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1957 წლიდან ქართული ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლ "სალხინოს" მოცეკვავე (ხელმძღვანელი გიორგი (ბუხუტი) დარახველიძე); 1965 წლიდან იყო რუსთავის ცეკვის ახალგაზრდა ანსამბლის მოცეკვავე–მსახიობი (ხელმძღვანელი რ. ხონელიძე, გ. დარახველიძე); 1965 წელს დაინიშნა ქ. რუსთავის კულტურის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამლ "სალხინოს" მთავარ ქორეოგრაფად; 1967 წელს ქ. სოფიაში გამართულ მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალზე ანსამბლი "სალხინო" მისი ხელმძღვანელობით, გახდა ფესტივალის ლაურეატი და ოქროს მედალოსანი; 1968 წელს ანსამბლ "სალხინო"-ს შეუერთდა მომღერალთა გუნდი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით და ანსამბლს დაერქვა "რუსთავი"; 1975 წელს ანსამბლს მიენიჭა სახელმწიფო ანსამბლის ტიტული; რ. ჭოხონელიძე არის ანსამბლ "რუსთავის" ერთერთი დამაარსებელი; 1965-1980წწ. იყო სახელმწიფო ანსამბლ "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფი და საკონცერტო პროგრამის დამდგმელი; 1980-1986წწ. ფოლკრლორის სახელმწიფო ანსამბლ "თბილისის" მთავარი ქორეოგრაფი (სამხატვრო ხელმძღ. რობერტ გოგოლაშვილი); 1986-2014წწ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "ერისიონის" მთავარი ქორეოგრაფი (სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი). განახლებულ ანსამბლში მისი დადგმები: "ფრესკა" (საგალობლების თანხლებით), "ხორუმი" (სიმღერით), "საქორწინო სიუიტა", "ფშაური–ხანჯლებით"; გადაღებულია დოკუმენტური კინოფილმი რევაზ ჭოხონელიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II მიერ საუკუნის ქორეოგრაფად წოდებული. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 572; ანსამბლი "რუსთავის" პოსტი: facebook.com Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

