Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თარხან-მოურავი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მოსკოვის კადეტთა კორპუსი. 1860 წლიდან მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, თერგის კაზაკთა ჯარის ცხენოსანთა არტილერიაში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის(1877–1878) ომში. 1878–1879 წლებში მუშაობდა ბერლინის კონგრესის მიერ გამოყოფილი რუსეთ-ოსმალეთის ახალი სახელმწიფო საზღვრის დამდგენ კომისიაში. 1881–1890 წლებში იყო გენერალური შტაბის მთავარი სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი (1890 წელს თადარიგში გავიდა), 1890–1894 წლებში–ქართული საადგილმამულო ბანკის დირექტორი, შემდეგ–გორის მაზრის მომრიგებელი შუამავალი. დაჯილდოებულია წმინდა ანას და წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია სოფელ ახალქალაქში, საგვარეულო აკლდამაში. გარდაცვალების ადგილი სოფელი ერთაწმინდა (კასპი). რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1890). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |