The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ თარხან-მოურავი

იოსებ თარხან-მოურავი
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1819
გარდაცვ. თარიღი:26 მარტი, 1878  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სათავადაზნაურო პოლკის კურსები 1837 წელს და სამხედრო სამსახური დაიწყო კავკასიაში, ყირიმის ომის (1853–1856) დროს, კავკასიის ფრონტზე ქურუქდარის ბრძოლაში მეთაურობდა ერევნის კარაბინერთა მე-3 ათასეულს. 1855 წლიდან იყო ქართველ გრენადერთა პოლკის მეთაური. 1859 წელს მიიღო გენერლის წოდება, დაინიშნა სამხრეთ დაღესტნის ჯარების სარდლად და ყაზი-ყუმუხის ოკრუგის მმართველად. იმავე წელს აქტიურად მონაწილეობდა აულ ღუნიბის აღებასა და შამილის დატყვევებაში. 1863 წლიდან იყო 39-ე ქვეითი დივიზიის მეთაური, 1869 წლიდან– კავკასიის გრენადერთა დივიზიის მეთაური. 1871 წელს მიიღო გენერალ-ადიუტანტის წოდება. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის, წმინდა ვლადიმირის, წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხისა და თეთრი არწივის ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1863).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • თეთრი არწივის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა გიორგის ორდენი

გააზიარე: