The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რამაზ თარხან-მოურავი

სხვა სახელი:რომან
დაბადების თარიღი:1806
გარდაცვ. თარიღი:4 იანვარი, 1866  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საგარეულო აკლდამა, სოფელი ახალქალაქი, კასპის რაიონი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი.

მონაწილეობდა ყირიმის (1853–1856) ომში. მეთაურობდა მეგრელ ეგერთა პოლკს (1853 წლიდან). შემდგომში იყო ნუხის მაზრის გენერალ-გუბერნატორი. დაჯილდოებულია წმინდა გიორგის, წმინდა ვლადიმირის, წმინდა ანას, წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, ასევე ოქროს იარაღით "მამაცობისათვის". რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1855). დაკრძალულია სოფელ ახალქალაქში, საგვარეულო აკლდამაში (კასპი). ცნობილი მეცნიერ-ფიზიოლოგის ივანე თარხნიშვილის მამა. მიღებული აქვს ოქროს იარაღი მამაცობისთვის.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა გიორგის ორდენი

გააზიარე: