The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე თარხან-მოურავი

კონსტანტინე თარხან-მოურავი
Date of birth:1811
Date of death:6 February, 1869  (at 58 years)
Burial location:საგვარეულო აკლდამა, სოფელი ახალქალაქი, კასპის რაიონი
Category:Nobleman, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი,ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი.

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი(1863). გენერალ იოსებ თარხან-მოურავის ძმა. მონაწილეობდა რუსეთ-ირანისა (1826–1828) და რუსეთ-ოსმალეთის (1828–1829) ომებში. 1839–1853 წლებში იყო ელიზავეტპოლის გუბერნიის ქ. ნუხის მმართველი. ყირიმის ომში (1853–1856) მეთაურობდა ქართველ გრენადერთა მე-14 პოლკს. 1858 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1858–1863 წლებში იყო ქ. შემახის სამხედრო გუბერნატორი, 1863–1868 წლებში ბაქოს გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი. დაჯილდოებულია წმინდა ანას I, წმინდა სტანისლავის I, წმინდა გიორგის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1863).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476

Awards and Honors

  • წმინდა გიორგის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი

Share: