შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ თარხან-მოურავი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა კორპუსის ინსტიტუტი. მოღვაწეობდა XIX საუკუნის 50–60-იან წლებში თბილისსა და კავკასიაში. ხელმძღვანელობდა თბილისის ვორონცოვის (ახლანდელი ზაარბრიუკენის) სახელობის ხიდის მშენებლობას, 1852–1855 წლებში მიმოსვლის გზათა კორპუსის VIII ოლქის(თბილისში) ერთ-ერთ განყოფილებას. უფრო გვიან იყო ერევნის დისტანციის უფროსი, ხოლო 50–60-იანი წლების მიჯნაზე–სამუშაოთა უფროსი დაღესტნის ხაზზე. ააგო ექვსი ხიდი ალაზანზე. იყო ქუთაისის გუბერნიის არქიტექტორი (1869–1870), 1871 წლიდან მუშაობდა მოსკოვი–ბრესტის რკინიგზის ინსპექციაში. გზების მშენებელი ინჟინერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |