შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ქარცივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1948 წელს. 1954 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გეოფიზიკის ინსტიტუტში (1972 წლიდან ატომური ფიზიკის სექტორის ხელმძღვანელია). 1966-1983წწ. ხელმძღვანელობდა აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სეტყვასაწინააღმდეგო სამსახურს; 1984 წლიდან საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის და გარემოს კონტროლის სამმართველოს. 128-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 2 მონოგრაფიის, აგრეთვე 25 გამოგონების ავტორი. მისი შრომები ძირითადად ეხება ატომური ფიზიკის საკითხებს. გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1967). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1985). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ.,1986.-გვ.491 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |