The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ქარცივაძე

გიორგი ქარცივაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1916
გარდაცვ. თარიღი:8 მაისი, 1977  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1939 წელს.

მუშაობდა თბილისის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო დაწესებულებებში, აგრეთვე სამშენებლო ორგანიზაციებში, 1944-1959წწ. - თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში; 1949-1960წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში; 1959-1977წწ. - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1960 წლიდან ამავე ინსტიტუტის ხიდებისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრის გამგე.

მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკა ეძღვნება ხიდების რხევათა თეორიის დამუშავებას და სეისმურ ზემოქმედებაზე მათი გაანგარიშების მეთოდიკას; იგი ატარებდა ხიდების დინამიკური პარამეტრების ექსპერიმენტულ გამოკვლევებს, კერძოდ, როგორც ნატურულ დინამიკურ გამოცდებს, ასევე მოდელურ გამოცდებს სეისმურ ბაქანზე. მიღებული შედეგები საფუძვლად დაედო საკავშირო ნორმატიული დოკუმენტების დამუშვებას საგზაო მშნებლობის სეისმომედეგობის დარგში. იგი გახდა იმჟამად მოქმედი ნორმატივების განყოფილების - "საგზაო ნაგებობანი"-ს ავტორი; იკვლევდა რკინაბეტონის დინამიკისა და სეისმომედეგობის საკითხებს დრეკად-პლასტიკური დეფორმაციების გათვალისწინებით. მან შექმნა ძლიერი სკოლა სეისმომედეგი მშენებლობის დარგში. 1949 წელს მან დაამუშავა ხანძრისაგან დამწვარი რუსთაველის თეატრის საკონცენრტო დარბაზის გადახურვის პროექტი; მისი პროექტით თბილისში აშენდა ორთაჭალჰესის ხიდი (1954) და ბარათაშვილის სახელობის ორიგინალური კონსტრუქციის წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის მალის ნაშენებიანი ხიდი (1966). მეცნიერი ნაგებობათა სეისმომედეგობის დარგში, ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1949), პროფესორი (1970).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.491; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.558-559; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.283 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ)
    მონოგრაფიისათვის "გაზის ხელოვნურ ნაგებობათა სეისმომედეგობა" (ქ. მოსკოვი)
  • 1964 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: