Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ქარცივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1939 წელს. მუშაობდა თბილისის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო დაწესებულებებში, აგრეთვე სამშენებლო ორგანიზაციებში, 1944-1959წწ. - თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში; 1949-1960წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში; 1959-1977წწ. - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1960 წლიდან ამავე ინსტიტუტის ხიდებისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკა ეძღვნება ხიდების რხევათა თეორიის დამუშავებას და სეისმურ ზემოქმედებაზე მათი გაანგარიშების მეთოდიკას; იგი ატარებდა ხიდების დინამიკური პარამეტრების ექსპერიმენტულ გამოკვლევებს, კერძოდ, როგორც ნატურულ დინამიკურ გამოცდებს, ასევე მოდელურ გამოცდებს სეისმურ ბაქანზე. მიღებული შედეგები საფუძვლად დაედო საკავშირო ნორმატიული დოკუმენტების დამუშვებას საგზაო მშნებლობის სეისმომედეგობის დარგში. იგი გახდა იმჟამად მოქმედი ნორმატივების განყოფილების - "საგზაო ნაგებობანი"-ს ავტორი; იკვლევდა რკინაბეტონის დინამიკისა და სეისმომედეგობის საკითხებს დრეკად-პლასტიკური დეფორმაციების გათვალისწინებით. მან შექმნა ძლიერი სკოლა სეისმომედეგი მშენებლობის დარგში. 1949 წელს მან დაამუშავა ხანძრისაგან დამწვარი რუსთაველის თეატრის საკონცენრტო დარბაზის გადახურვის პროექტი; მისი პროექტით თბილისში აშენდა ორთაჭალჰესის ხიდი (1954) და ბარათაშვილის სახელობის ორიგინალური კონსტრუქციის წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის მალის ნაშენებიანი ხიდი (1966). მეცნიერი ნაგებობათა სეისმომედეგობის დარგში, ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1949), პროფესორი (1970). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.491; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.558-559; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.283 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |