The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ქაშაკაშვილი

დაბადების თარიღი:12 ივნისი, 1888
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1967  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

დაამთავრა პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1913 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა მეტალურგიულ საწარმოებში; 1943-1953წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთავარი ინჟინერი, 1953-1967წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შავი ლითონების მეტალურგიული კათედრის პროფესორი. 1947-1948წწ. ჩატარებული კვლევის შედეგად დაასაბუთა, რომ ტყიბულისა და ტყვარჩელის საბადოების ნახშირის გამდიდრება და მათგან კოქსის წარმოება ეკონომიკურად მიზანშეწონილია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ამ კოქსის გამოსაყენებლად. მეტალურგი, საქართველოში თანამედროვე მეტალურგიული მრეწველობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი (1954). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.495

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ შავი მეტალურგიის სამეცნიერო ტექნიკური საზოგადოება, საპატიო წევრი (1962-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: