The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ჩხიკვაძე

მიხეილ ჩხიკვაძე
დაბადების თარიღი:1 ივნისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:22 თებერვალი, 1987  (83 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ანანური, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1929 წელს.

1933 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; ნამუშევრები: რადიოსადგურის შენობა ბაქოში (1926), დრამატული თეატრის შენობები გორში (1938, შ. თავაძესთან ერთად), ჭიათურაში (1949, არქიტექტორ კ. ჩხეიძესთან ერთად), სოხუმში (1952), ადმინისტრაციული სახლი - საქნახშირის სახლი (ახლანდელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და კინოს სახლი, არქიტექტორ კ. ჩხეიძესთან ერთად, 1953); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.942

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: