The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ჩხიკვიშვილი

Date of birth:1920
Date of death:1986  (at 66 years)
Category:Scientist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1942 წელს; მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა 1946 წელს.

მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ის აპარატში; 1949-1953წწ. არჩეული იყო საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის მდივნად; 1953-1964წწ. მუშაობდა გაზეთ "ზარია ვოსტოკას" რედაქტორად; შემდეგ გადავიდა მოსკოვში, სადაც 1964-1974წწ. სკკპ ცკ-ის აპარატში ეკავა მთელი რიგი საპასუხისმგებლო თანამდებობები; 1974-1984წწ. იყო სსრკ გამომცემლობების, პოლიგრაფიისა და წიგნის ვაჭრობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პირველი თავმჯდომარე; სსრკ ჟურნალისტთა კავშირის გამგეობის მდივანი; ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას; იყო სსრკ-ესპანეთის, სსრკ-დანიის მეგობრობის საზოგადოებათა ვიცე-პრეზიდენტი; მსოფლიო ლიტერატურის 200-ტომიანი ბიბლიოთეკის გამოცემაში მონაწილეობისათვის მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1978); ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.942

Awards and Honors

  • 1959 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

Share: