The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანატოლი ჭურღულია

ანატოლი ჭურღულია
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1958 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1969 წელს (ვოკალური).

1969 წლიდან არის ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი, პარალელურად, იმავე წლიდან ქუთაისის უმაღლესი მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი, 2004 წლიდან დოცენტი, 2006 წლიდან პროფესორი; ქართული რეპერტუარი: მალხაზი, სტუმარი (ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), პირველი მთქმელი, მაცნე (დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", 1966, თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდია), კოტე (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), პრინცი (ი. გოკიელი "ბროლის ქოში"), პუშკინი (დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"), არზაყანი (ო. თაქთაქიშვილი "მთვარის მოტაცება"), ორფეოსი (ბ. კვერნაძე "მედეა"); სხვა რეპერტუარი: ალფრედი (ვერდი "ტრავიატა"), ედგარი, არტური (დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური"), დონ ბაზილიო (მოცარტი "ფიგაროს ქორწინება"), ტურიდუ (მასკანი "სოფლის პატიოსნება"), ალმავირა(როსინი "სევილიელი დალაქი"), არლეკინი (ლეონკავალო "ჯამბაზები"), ფლორესტანი (ბეთჰოვენი "ფიდელიო"), ლენსკი, ვოდემონი (ჩაიკოვსკი "ევგენი პნეგინი", "იოლანტა"), ახალგაზრდა ბოშა (რახმანინოვი "ალეკო"); 2014 წელს ქუთაისის ოპერის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.573; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის ხალხთა აკადემია, ნამდვილი წევრი (2001-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური და თეატრალური ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1969 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, ლაურეატი

გააზიარე: