The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ცერცვაძე

ჯემალ ცერცვაძე
დაბადების თარიღი:7 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 2019  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის "ქარიშხალას" და სსრკ ნაკრების წევრი; სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს ნაკრებში; ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; 1968 წელს მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი, რკინიგზელთა მსოფლიო პირველობის ვერცხლის პრიზიორი; დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ხელბურთის განვითარების საქმეში; გამოირჩეოდა საჯარიმო ტყორცნების განუმეორებელი ხელწერით, განსაკუთრებული მახვილგონიერებით; მისი ყოველი ფინტი თუ ტყორცნა სიურპრიზი იყო მეტოქისათვის; შეტევისას ცრუმოძრაობათა კასკადით თავგზას უბნევდა მოწინააღმდეგის მცველებს; ამ და სხვა ღირსებათა გამო გულშემატკივრებმა "ხელბურთის პელე" შეარქვეს; დააარსა მსოფლიოში პირველი ოლიმპიური რეზერვის ხელბურთელთა უნიკალური სკოლა, რომელიც მისი სახელობისაა; სპორტის სახეობა: ხელბურთი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.946; საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია: geohandball.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.124

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ხელბურთის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის
  • 1964 - სსრკ ჩემპიონი
  • 1962 - სსრკ ჩემპიონი
  • ქართული სპორტის რაინდის წოდება
  • სსრკ სპორტის დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: