Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ ცერცვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. თბილისის "ქარიშხალას" და სსრკ ნაკრების წევრი; სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს ნაკრებში; ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; 1968 წელს მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი, რკინიგზელთა მსოფლიო პირველობის ვერცხლის პრიზიორი; დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ხელბურთის განვითარების საქმეში; გამოირჩეოდა საჯარიმო ტყორცნების განუმეორებელი ხელწერით, განსაკუთრებული მახვილგონიერებით; მისი ყოველი ფინტი თუ ტყორცნა სიურპრიზი იყო მეტოქისათვის; შეტევისას ცრუმოძრაობათა კასკადით თავგზას უბნევდა მოწინააღმდეგის მცველებს; ამ და სხვა ღირსებათა გამო გულშემატკივრებმა "ხელბურთის პელე" შეარქვეს; დააარსა მსოფლიოში პირველი ოლიმპიური რეზერვის ხელბურთელთა უნიკალური სკოლა, რომელიც მისი სახელობისაა; სპორტის სახეობა: ხელბურთი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.946; საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია: geohandball.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.124 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |