The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ ჭყონია-ლამორისი

ეთერ ჭყონია-ლამორისი
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1990 წელს(ვოკალური).

1982–1983წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობი; 1983–1984წწ. გუნდის მსახიობი; 1992 წელს ჩაირიცხა მადრიდის ვოკალის უმაღლეს სკოლაში, პარალელურად მასტერკლასები რ. სკოტოსგან, მოგვიანებით ვენაში, ცნობილი მომღერლისა და პედაგოგის რუტილდა ბიოშის კლასში დახვეწა ვოკალური ტექნიკა; დებიუტი შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დეზდემონას პარტიით(ვერდი "ოტელო") ზურაბ სოტკილავასთან ერთად; 1992 წლიდან მოღვაწეობს ესპანეთში; 2013 წელს ავსტრიის ქალაქ გრაცში დააარსა(ნ. ჭყონიასთან ერთად) ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი Academia Belcanto, კონკურსზე დაწესდა ზ. ფალიასვილის სახელობის პრემია; მართავს მასტერკლასებს ავსტრიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ჩინეთში, ჰონგ–კონგსა და უკრაინაში; მისი პარტნიორები არიან მსოფლიოში სახელმგანთქმული მომღერლები: ზ. სოტკილავა, ლ. ათანელი, პლასიდო დომინგო, ჯორჯო ზანკანა, კარლოს ალვარესი, კრისტა ლუდვიგი, ილდიკო რაიმონდი, ანგელიკა კირშლაგერი, ხოსე კარერასი, კრისტოფ ლოი, პაოლო კონი, ენრიკო სტინკელი, პაულ ადელმანი; დირიჟორები: დ. ბარენბოიმი, ა. ფიშერი, ი. ბაშმეტი; რეჟისორი ფ. ძეფირელი; მონაწილეობს მსოფლიოს პრესტიჟულ ფესტივალებში, გამოდის მსოფლიოს წამყვან სცენებზე; ქართული რეპერტუარი: მარეხი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), ქეთო(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"); სხვა რეპერტუარი: ვიოლეტა, ჯილდა, ოსკარი(ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ბალ–მასკარადი"), ევრიდიკე(გლუკი "ორფევსი და ევრიდიკე"), ადინა, ლუჩია(დონიცეტი "სიყვარულის ნექტარი", "ლუჩია დი ლამერმური", 1999, "L'opera internazionale Milano"-ს მიერ აღიარებულია წლის საუკეთესო ლუჩიად), ჯულიეტა(გუნო "რომეო და ჯულიეტა", 1997, "Opera international Paris"-ის მიერ აღიარებულია წლის საუკეთესო ჯულიეტად), ელვირა, ჯულიეტა(ბელინი "პურიტანები", "მონტეკები და კაპულეტები"), ნედა(ლეონკავალო "ჯამბაზები", "ლა სკალა", ფრანკო ძეფირელის დადგმა), ლიუ(პუჩინი "ტურანდოტი"); 2012 წელს შვედეთის პრინცესა ქრისტინა მაგნუსის მიერ გადაეცა შვედეთის ხელოვნების სამეფო ოქროს ორდენი, "ჩვენი დროის უდიდესი მომღერალი"; საოპერო მომღერალ ლ. ჭყონიას ქალიშვილი და მოწაფე; საოპერო მომღერალი, სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 574

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - სტოკჰოლმის სამეფო სასახლის პრიზი, "Greatest Singer of our tiame"(ჩვენი დროის უდიდესი მომღერალი"
  • 1993 - გაზეთი "Avanguardia"-ს პრიზი, "21 საუკუნის საუკეთესო ვიოლეტა" (ესპანეთი)
  • 1991 - რ. ვინიასის სახელობის კონკურსი, III პრემია (ბარსელონა)
  • 1990 - ვ. დოლიძის სახელობის კონკურსი, I პრემია (თბილისი)
  • ერთ–ერთი საუკეთესო ხმის მფლობელის საპატიო წოდება

გააზიარე: