შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ასლან ცივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნილოგიის ფაკულტეტი 1966 წელს. 1965-1966 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის დამუშავების კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1966-1970 წლებში - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1970 წელს - მოსკოვის ოპტიკურ-ფიზიკურ განზომილებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, 1970-1974 წლებში - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1975-1983 წლებში მუშაობს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1983-1985 წლებში -ამავე ინსტიტუტის ფიზიკურ-ქიიურ კვლევათა სექტორის გამგე, 1982 წლიდან - თავისივე ჩამოყალიბებული ტუტე და იშვიათი ლითონების კოორდინაციული ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელია, 1999- 2002 წლებში - ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 2002 წლიდან კი - რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ი. ფრუმკინის სახელობის ფიზიკური ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. მისი შრომები ეხება რამან-სპექტროსკოპიის გამოყენებას კოორდინაციული ნაერთების შესასწავლად; მისი ხელმძღვანელობით დამუშავებულია იზოტოპების განცალკევების ახალი ექსტრაქციული მეთოდები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა ეკოლოგიურად სუფთა მაღალეფექტური ტექნოლოგიური პროცესების ფიზიკა-ქიმიური საფუძვლები და სხვა; მან შექმნა კრაუნ-ლიგანდების შემცვლელი ტუტე და იშვიათი ლითონების კოორდინაციული ქიმიის სამეცნიერო სკოლა. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს: სსრკ მინისტრთა საბჭოს I ხარისხის პრემია (1975), რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემია (2002), რუსეთის ფედერაცის ღირსების ორდენი (2003). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.947; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.105; batumisskola2.blogspot.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |