| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ცინცაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1936 წელს. 1941 წლიდან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის საქმიანობასთან, 1945 წლიდან ინსტიტუტის თანამშრომელია, მონაწილეობდა მის ექსპედიციებში; 1974 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერული დოკუმენტაციისა და პუბლიკაციის განყოფილების გამგე; მუშაობდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის პრობლემებზე; შედგენილი აქვს მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლის (ნეკრესი, ბაგრატის ტაძარი, თელოვნის ჯვარპატიოსანი, გეგუთის ციხე-დარბაზი, ქვათახევი, და სხვ.) აღდგენის პროექტი და მათი მეცნიერულ-ანალიტიკური ანაზომები; რ. მეფისაშვილთან ერთად ცინცაძემ მოამზადა ნაშრომი შიდა ქართლის მთიანი მხარის არქიტექტურაზე, მასთანვე ერთად დაბეჭდა გერმანიაში წიგნები ძველ ქართულ (უპირატესად საეკლესიო) ხელოვნებასა და შუასაუკუნოვან ქართულ ხუროთმოძღვრებაზე; ვ. ცინცაძე არქიტექტურის რესტავრაციის ქართული სკოლის ერთი უმთავრესი წარმომადგენელია, მისი აღდგენილია ქუთაისის "ბაგრატის ტაძარი", მცხეთის "სვეტიცხოვლის" ბჯე და თავად "სვეტიცხოველი", ბიჭვინთის ტაძარი, დრანდის ტაძარი, უბისისა და მარტვილის "სვეტები" და ა.შ. 1972 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. არქიტექტორ რუსუდან მეფისაშვილის მეუღლე. არქიტექტურის მკვლევარი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.947 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

