The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ ხაგაგორტიანი

ედუარდ ხაგაგორტიანი
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 1983  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაგანოვოს სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1955 წელს(საკომპოზიციო).

1972 წლიდან გამომცემლობა "Советский композитор"–ის მთავარი რედაქტორის მოადგილე; თხზულებები: საბავშვო ოპერები "კატა და ძაღლი"(1958), "ყურებიანი ქუდი"(1976, მოსკოვი), ბალეტი "ბულბული და ვარდი"(1956, ერევანი), 6 სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტები კლარნეტისა და არფისათვის, ვოკალური ციკლები, კამერულ–ინსტრუმენტული მუსიკა, კომედია "კარინე"(1980), ოდა "ლენინს(1978), ორატორია "ბალადა 26–ზე"(1981); მუსიკა მრავალი კინოფილმისათვის.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 576

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე (1971-)
  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: