შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მითაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის საგეგმო-ეკონომიკური ინსტიტუტი 1934 წელს. 1940 წლიდან სსრკ საგეგმო კომიტეტში მუშაობდა ტრანსპორტის განყოფილების უფროსად. 1953-1969 წლებში საწყალოსნო ტრანსპორტის ეკონომიკისა და ექსპლოატაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელია, ხოლო 1970 წლიდან მუშაობდა სსრკ საგეგმო კომიტეტთან არსებული კომპლექსური სატრანსპორტო პრობლემების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. მისი შრომები ეხება ტრანსპორტის განვითარების ეკონომიკურ პრობლემებს. 8 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორია. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.681 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |