The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მითაიშვილი

დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1912  (111 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის საგეგმო-ეკონომიკური ინსტიტუტი 1934 წელს.

1940 წლიდან სსრკ საგეგმო კომიტეტში მუშაობდა ტრანსპორტის  განყოფილების უფროსად. 1953-1969 წლებში საწყალოსნო ტრანსპორტის ეკონომიკისა და ექსპლოატაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელია, ხოლო 1970 წლიდან მუშაობდა სსრკ საგეგმო კომიტეტთან არსებული კომპლექსური სატრანსპორტო პრობლემების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. მისი შრომები ეხება ტრანსპორტის განვითარების ეკონომიკურ პრობლემებს. 8 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორია. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.681 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - რსფსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: