The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მითრიდატე

Date of birth:001?
Date of death:001?
Category:Royalty

Biography

მითრიდატე, ფილადელფოს ფილოპატორი, კოლხეთის გამგებელი ძვ. წ. I-ში; პონტოს მეფის, მითრიდატე VI ევპატორის ძე. მას მეფედ დასმა კოლხეთის წარჩინებულთა ინიციატივას უნდა მიეწეროს. აპიანეს (იხ. აპიანე ალექსანდრიელი) მიხედვით, კოლხეთში, რომელიც პონტოს სატრაპიას წარმოადგენდა, აჯანყებულთა მოთხოვნით (იხ. კოლხეთის აჯანყება ძვ. წ. 83) მითრიდატე VI-მ თავისი შვილი, მ. გაამეფა. მაგრამ ხელისუფლება დიდხანს ვერ შეინარჩუნა. ევპატორმა მის ღალატში შეიტანა ეჭვი, შვილი შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა (ძვ. წ. 84). მის დროს კოლხეთში იჭრებოდა სპილენძის ანონიმური მონეტები პონტოს მეფეთა დინასტიური ემბლემის, რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით.

წყაროქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 6.-თბ., 1983.-გვ.683;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


Share: