შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მითრიდატე![]()
ბიოგრაფიამეფობდა სომხეთში 35-51 წლებში. მისი გამეფება მოხდა სომხეთის დაუფლებისათვის რომისა და პართიის ბრძოლის შედეგად. 37 წელს გაიუს კალიგულამ მითრიდატე რომში გამოიძახა და ციხეში ჩასვა. კალიგულას მემკვიდრე კლავდიუსმა იგი გაათავისუფლა და მითრიდატემ თავისი ძმის, ქართლის მეფე ფარსმანის დახმარებით (47) კვლავ დაიკავა სომხეთის ტახტი. მითრიდატე ტახტიდან გადმოაგდო და მოკლა მისმა ძმისწულმა რადამისტმა. მითრიდატეს შესახებ ცნობები მოეპოვებათ რომაელ ისტორიკოსებს დიონ კასიუსსა და ტაციტუსს. ქართლის მეფის მითრიდატე I-ის ძე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.683
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |