The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მითრიდატე იბერიელი

დაბადების თარიღი:004?
გარდაცვ. თარიღი:005?
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

სომხეთის მეფე (35-51), იბერთა მეფე მითრიდატე I-ის ძე და მისი მომდევნო მეფის - ფარსმანის ძმა. პართიასთან ბრძოლაში რომაელებმა მას არაპირდაპირი დახმარება აღმოუჩინეს - რომაელთა სარდალმა ვიტელიუსმა ხმა გაავრცელა, თითქოს მესოპოტამიაში, პართიის სამფლობელოებში შეჭრას აპირებდა. პართიის მეფე არტაბან III იძულებული გახდა სომხეთი დაეტოვებინა. შედეგად სომხეთში მეფობა იბერიელ უფლისწულ მითრიდატს დარჩა (35). მალე იმპერატორი გაიუს კალიგულამ (37-41) მითრიდატე გამოიძახა რომში და ბორკილგაყრილი ციხეში ჩასვა. რომში, უეჭველია, შიშობდნენ იბერიის მეტისმეტ გაძლიერებას და არ შეეძლოთ დაეშვათ სომხეთის სრული დამორჩილება იბერიის სამეფოს მხრივ. რომაელებმა შემდგომ, როგორც ჩანს, მითრიდატე მაინც მიიჩნიეს სომხეთის ტახტის შესაფერ კანდიდატად, ამიტომაც იმპერატორმა კლავდიუსმა (41-54) იგი გაათავისუფლა და დააბრუნა სომხეთში ტახტის დასაკავებლად. მითრიდატე სომხეთში 47 კვლავ გამეფდა. სულ რამდენიმე წლის შემდეგ იბერიის მეფე ფარსმანმა, სურდა რა სომხეთის დაუფლება (ტაციტუსი), აშკარად დაუწყო ბრძოლა თავის ძმას. ფარსმანი მას რომაელების ღალატს აბრალებდა მაგრამ მითრიდატემ მოახერხა დაერწმუნებინა რომაელები, რომ ფარსმანი უფრო საკუთარი სამეფოს გაფართოებაზე ზრუნავდა, ვიდრე რომაელთა ინტერესების დაცვაზე. ფარსმანმა სიფხიზლის მოსადუნებლად ძმასთან გაგზავნა თავისი ვაჟი რადამიტი რომელმაც სომხეთში ყოფნა სომეხი დიდებულების გადასაბირებლად გამოიყენა. შემდეგ დიდი ლაშქრით თავს დაესხა მითრიდატს და გარნისის (გორნეის) ციხეში მოამწყვდია. მითრიდატე დანებდა და მოსალაპარაკებლად გამოცხადდა რადამისტთან. მან ფარსმანის განკარგულებით მითრიდატე და მთელი მისი ოჯახი ამოხოცა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.683;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge



გააზიარე: