შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მითრიდატე I![]()
ბიოგრაფიაქართლის (იბერიის) მეფე ( I საუკუნის დასაწყისი- 30-იანი წლები). იხსენიებს რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი 35 წელს სომხეთის სამეფო ტახტისთვის ატეხილ ბრძოლასთან დაკავშირებით. სომხეთის მეფის არტაშესის (18-34) გარდაცვალების შემდეგ, რომაელები და პართიელები სომხეთში საკუთარი კანდიდატის გამეფებას ცდილობდნენ. რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა თავის მოკავშირეს, ქართლის მეფე მითრიდატე I-ს სთხოვა შეჭრილიყო სომხეთში და დაეკავებინა იგი. მითრიდატე I-მა დაიპყრო სომხეთი და რომაელთა ნებართვით იქ თავისი ვაჟი მითრიდატე გაამეფა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ. 683
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |