Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მითრიდატე II![]()
Biographyქართლის (იბერიის) მეფე, ფარსმან I-ის ძე. მეფობდა I საუკუნის 70-იან წლებში. იხსენიება 75 წლით დათარიღებულ ბერძნულ წარწერაში, რომელიც 1867 წელს მცხეთის მახლობლად იპოვეს. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელ მეგობარს, რომაელებმა ციხის გალავანი გაუმაგრეს. მითრიდატე II იხსენიება აგრეთვე არმაზისხევის სამაროვანზე, 1940 წელს აღმოჩენილ ერთენოვან ''არმაზულ'' წარწერაში, როგორც იბერთა "მეფე დიდი, ძე ფარსმანისა, დიდი მეფისა". აქვე, ლაპარაკია მისი მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებულ გამარჯვებებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.683
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |