The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე თარხნიშვილი

ივანე თარხნიშვილი
Other name:ივანე თარხან-მოურავი
ივანე თარხანოვი
Date of birth:15 June, 1846
Date of death:6 September, 1908  (at 62 years)
Burial location:ტიხვინის სასაფლაო, ალექსანდრე ნეველის ლავრა, პეტერბურგი, რუსეთი
Category:Medical Doctor, Scientist, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1863–1864 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1869 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია.

სამეცნიერო მუშაობა ფიზიოლოგიაში დაიწყო სტუდენტობიდან ი. სეჩენოვის ხელმძღვანელობით. 1871 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "სიცივისა და სითბოს გავლენა ბაყაყის მგრძნობიარე ნერვებზე". იმავე წელს ივანე თარხნიშვილი გაემგზავრა თბილისში, სადაც წაიკითხა საჯარო ლექციების ციკლი ფიზიოლოგიაში. 1873 წელს იგი 2 წლით გაგზავნეს საზღვარგარეთ, სადაც მუშაობდა ცნობილ სამეცნიერო ლაბორატორიებში. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს პეტერბურგის სამედიცინი-ქირურგიულ აკადემიაში პრივატ-დოცენტად, ხოლო შემდეგ, 1877–1895 წლებში–პროფესორად. 1895 წელს განსხვავებული პროგრესული შეხედულებების გამო იძულებული გახდა აკადემია დაეტოვებინა. 1895–1901 წლებში ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1901 წელს მიიწვიეს ბრიუსელში ფიზიოლოგიაში ლექციების წასაკითხად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალების აღმოჩენა სხვადასხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქიკური ზემოქმედების დროს. კანში აღმოცენებულ ნელ ელექტრულ ეფექტებს მსოფლიო ლიტერატურაში "თარხანოვის ფენომენად" იხსენიებენ. ივანე თარხნიშვილმა შეისწავლა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციები, მათ შორისძილის და ჰიპნოზის მოვლენები, სეკრეციის საკითხები, ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედება. ცხოველებში ბიოელექტრული მოვლენების კვლევისას აღწერა (1889) ფსიქოგალვანური რეფლექსი. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ორგანიზმზე რენტგენის სხივების მოქმედება და შესაძლებლად მიიჩნია მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. მუშაობდა აგრეთვე ასაკობრივი ფიზიოლოგიის საკითხებსა და სოციალური ჰიგიენის პრობლემებზე. ივანე თარხნიშვილი ეწეოდა ბიოლოგიისა  და მედიცინის საკითხების ფართო პოპულარიზაციას, რუსეთსა და საქართველოში– კითხულობდა ლექციებს, აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომებს. მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალგაზრდა მეცნიერი აღიზარდა(ბ. ვერიგო, ნ. ციბულსკი, ვ. ჩაგოვეცი და სხვ.). იყო სამამულო სამედიცინო საზოგადოებების და საბუნებისმეტყველო საზოგადოების წევრი, პარიზის ბიოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, ჰალეს აკადემიის წევრი. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე "საპატიო ლეგიონის" ორდენით დააჯილდოვეს. გენრალ-მაიორი (დაახლოებით 1903 წელი), ფიზიოლოგი. 1947 წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს მისი სახელობის სამეცნიერო საზოგადოება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.478

Member of Organizations

  • პარიზის ბიოლოგიური საზოგადოება , წევრ–კორესპონდენტი
  • ჰალეს(გერმანია) აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 1900 - პარიზის საერთაშორისო გამოფენის "საპატიო ლეგიონის" ორდენი

Bibliography


Share: