The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ თარხნიშვილი

ვახტანგ თარხნიშვილი
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1948
გარდაცვ. თარიღი:22 ნოემბერი, 2008  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ასპინძა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1974 წლებში მუშაობდა ქ. ბარნაულში(ალტაის მხარე) სამუშაოთა მწარმოებლად, 1974 წლიდან–საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო კონსტრუქციების კათედრასთან არსებულ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში ინჟინრად. 2000 წლიდან ამავე კათედრის პროფესორია. 1976–1986 წლებში მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად თბილისის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" საპროექტო ჯგუფში. პარალელურად ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობისა და სატრანსპორტო ფაკულტეტებზე, იყო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, 2005–2006 წლებში იყო "ქართუ ჯგუფში" შპს "ბურჯის" ინჟინერკონსტრუქტორი, 2006–2008 წლებში–შპს "ქართუ მშენებელის" კონტროლისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი. ვახტანგ თარხნიშვილის კვლევების მიმართულებაა ლითონის კონსტრუქციების ნაკეთობათა შედუღება, ნავთობისა და გაზის მილსადენისა და საცავების ლითონის კონსტრუქციები, მათი გაშვება, სრულყოფა და გამოყენება მშენებლობაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა, აქვს გამოგონებები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2000), ინჟინერ-მშენებელი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.477; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.193


გააზიარე: